პრეზიდენტმა პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ცხრა კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ცხრა კანდიდატურა წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი მარგველაშვილმა ანა ნაკაშიძის, მერაბ ქათამაძისა და აკაკი სიხარულიძის კანდიდატურები წარადგინა; მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ელისო ასანიძის, რატი სხირტლაძისა და სიმონ ნოზაძის კანდიდატურები შესთავაზა, ხოლო მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ფრუიძის, სერგო შავგულიძისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები დაასახელა.
შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები