„MyAngle“ – მულტიმედიის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება

6 თებერვალს, 19:00 საათზე Frontline Club Georgia-ში „MyAngle“ მულტიმედიის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.
მულტიმედია – ამბის თხრობის ახალი, ჯერ ბოლომდე აუთვისებელი სფეროა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, კავკასიაში. ხარისხიანი მულტიმედიის პროდუქტის შესაქმნელად სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებით დაკომპლქეტებული გუნდია საჭირო.
„My Angle“ http://myangle.net/ – პროფესიული მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აქცევს ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ვიდეოოპერატორებს, მხატვრებს, გრაფიკოსებს, მუსიკოსებს, რომ მათ ნამუშევრები ერთმანეთს გაუზიარონ და ითანამშრომლონ.
„My Angle“ საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ვებგვერდის მომხმარებელს საერთაშორისო მედიასთან კავშირებს სთავაზობს. საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია, კავშირების პოვნა კი საკმაოდ ძნელი. მეორე მხრივ, ვებგვერდი უნდა გახდეს საინტერესო იმ მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც ე.წ. ფრილანსერებსა და ფიქსერებს ეძებენ რეგიონში და მის მიღმა.
„ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი პლატფორმა ხელს შეუწყობს თანამშრომლობას და, შედეგად ძლიერ, საინტერესო ნამუშევრებს მივიღებთ“, – ამბობენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები