დავით ნარმანია: ე.წ. კორტების საქმის გახსნა წინა ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ე.წ. კორტების საქმის გახსნას მიესალმება. მისი განცხადებით, აღნიშნული საქმის გამოძიება წინა ხელისუფლების პირობებში შეგნებულად არ ხდებოდა, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა.
„როგორც იქნა, ამ საქმეს ნათელი მოეფინა. საინტერესოა, რომ საქმე, რომელიც მიმდინარეობდა და გრძელდება, ასევე ბოლომდე იქნას მიყვანილი. მათ ჰქონდათ რამდენიმე წელი იმისათვის, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ და ბოლომდე მიეყვანათ, თუმცა ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა და, შესაბამისად, არ გააკეთეს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო პროცესი და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაჩქარდა, რამაც მოგვცა კიდეც შედეგი,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები