თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით აღნიშნული, ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
კომპანია “თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძისა და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაფარეულის, ბარნოვის, ჯანაშვილის, ქუთათელაძისა და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ორსაათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ბაქოს, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის და ლებანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.