კომპანია „სოკარი“ პურის ქარხნებს გაზის ტარიფს არ გაუძვირებს

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების გაზრდასთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, 1-ელი მარტიდან კომერციულ მომხმარებელზე, გარდა პურის ქარხნებისა, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი დღგ-ის ჩათვლით 90 თეთრის ოდენობით განისაზღვრება.
“ბუნებრივი გაზის იმპორტიდან გამომდინარე, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის. მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებელზე, გარდა პურის ქარხნებისა, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 90 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები