„ნაციონალური მოძრაობა“ გაზის ტარიფთან დაკავშირებით მთავრობას წინადადებას სთავაზობს – ვიდეო



„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას გაზის ტარიფთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ბუნებრივ აირზე იურიდიული პირებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადი 2%-ით უნდა შემცირდეს და ამავდროულად გაუქმდეს აქციზის გადასახადი.

„ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ სასწრაფოდ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც აარიდებს ჩვენ მოსახლეობას ამ პრობლემას და შეუმსუბუქებს გამოწვევის გადალახვას. კერძოდ, ჩვენ მათ ვთავაზობთ რომ შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი 2%-ით და ამავდროულად, გაუქმდეს ბუნებრ აირზე აქციზის გადასახადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მეწარმეები იძულები იქნებიან პურის შემთხვევაში შეამცირონ პურის წონა, ან გაზარდონ პურის ფასი, ან შეამცირონ თანამშრომლების რაოდენობა“, – განაცხადა პარტიის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ “კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის 90 თეთრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები