საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს ოფიციალურ სადილზე შეხვდნენ. როგორც “კვირას” პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ქართული დელეგაცია პრეზიდენტის მეთაურობით დღის ბოლოს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანს შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი პრეზიდენტმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საპარლამენტო მეგობარი ჯგუფების ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. საქართველოს პრეზიდენტი ხვალ უმაღლეს პატრიარქს, ყოველთასომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები