ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით არ დადგენილა. ვიზიტის განხორციელებაზე შეთავაზება კი ბელორუსიის მხრიდან იყო.
ამასთან, “რია ნოვოსტი” ბელორუსიის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
“მნიშვნელოვანი ვიზიტი აპრილში იგეგმება”, – განაცხადა ბელორუსმა მაღალჩინოსანმა საქართველო-ბელორუსიის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები