ლავროვი: ობამამ კიევის „გადატრიალებაში“ აშშ-ს როლი დაადასტურა

ბარაკ ობამას სიტყვები უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის მოვლენებში აშშ-ს როლის შესახებ იმის დადასტურებაა, რომ „შეერთებული შტატები თავიდანვე პირდაპირ იყო ჩართული ანტისახელისუფლებო გადატრიალებაში“.
ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. ლავროვმა ეს კომენტარი ობამას განცხადებაზე საპასუხოდ გააკეთა.
შეგახსენებთ, „სი-ენ-ენთან“ინტერვიუში ობამამ აღნიშნა, რომ უკრაინის და ყირიმის თაობაზე პუტინმა გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო, მისთვის მაიდანზე პროტესტი და იანუკოვიჩის გაქცევა მოულოდნელი იყო. ლავროვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის რიტორიკა იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარების კურსს მხარს დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები