ირაკლი ღარიბაშვილი: პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ

პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ბევრი საქმის გამოძიება დასრულების სტადიაშია.
“დაველოდოთ დღეს პროკურატურის ინფორმაციას, ოფიციალური განცხადება იქნება გაკეთებული. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეფასებას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სათავეში მოსვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ, დარჩენილი იყო რამდენიმე საქმე, ეს გახლდათ ერთ-ერთი მათგანი. სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და მათი გამოძიება იყო აუცილებელი. ბევრი საქმის გამოძიება დასრულების სტადიაშია, რჩება ერთ-ორი გახმაურებული საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია და ძალიან მალე დასრულდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები