ეკა ბესელია: ამ უმძიმესი დანაშაულების გახსნა კანონის მოთხოვნაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს გამოეხმაურა.
ბესელიას განცხადებით, კანონი ყველაფერზე მაღლა დგას და  ამ პროცესის არავითარი პოლიტიზება არ მოხდება. მისივე თქმით, შსს-ის ყოფილი თანამშრომლების დაკითხვა არის კანონის მოთხოვნა, რათა ეს  უმძიმესი დანაშაულები გაიხსნას.
“ყველაფერზე მაღლა დგას კანონი და კანონის მოთხოვნა და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რა თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყო, ან ახლაც იყოს, ვალდებულია, გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება.  ამ პროცესის არავითარი პოლიტიზება არ მოხდება, ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ ეს უმძიმესი დანაშაულები გაიხსნას”,-განაცხადა ბესელიამ
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა. ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებულ 10 პირს განზრახ მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები