სახალხო დამცველმა „მოსმენებთან“ დაკავშირებით სარჩელი შეიტანა

სახალხო დამცველმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა. გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ნოემბერს მიღებულ ე.წ. „მოსმენებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.
სახალხო დამცველი ოფიციალურ გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:
„სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებული დებულებები შესაძლებელია სახელმწიფო ორგანომ გამოიყენოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურისგან. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას და ამგვარი ქმედების კანონიერება 24 საათის განმავლობაში უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ. აღნიშნულისგან განსხვავებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ამგვარი საგამოძიებო მოქმედებისთვის საკმარისია მხოლოდ პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები