„სამართალდამცავთა ლიგა“: ეს არის პოლიტიკური დაკავებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავებასა და პროკურატურაში მიმიდნარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით „სამართალდამცავთა ლიგაში“ პირველი განცხადება გააკეთეს. ორგანიზაციაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა კვალიფიკაცია მიეცემა დაკავებულთა საქმეებს პროკურატურაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” ხელმძღვანლის ზაზა ჭაიას განცხადებით, ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკოსების მიერ წინასწარ შეკვეთილი დაკავება.
“ეს არის პოლიტიკური დაკავებები, საქმე მთლიანად გამოსულია სამართლებრივი სივრციდან. პოლიტიკოსებმა და სახელმწიფოს უმაღლესმა მოხელეებმა წინმსწრებად პროკურატურას განუცხადეს სამუშაო ვერსია, გამოუცხადეს დასაპატიმრებელ ოფიცერთა სახელები და გვარები და კიდეც დაუდგინეს დაკავებების ვადები”,- განაცხადა ზაზა ჭაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები