არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ირაკლი ფირცხალავას დაკავება ლოგიკურია

ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას დაკავება ლოგიკურია, რადგანაც მისი მისამართით არსებობდა ბევრი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.
“ბევრი ეჭვი არსებობს და აუცილებელია კითხვებს პასუხი გაეცეს. თუ ის მართალია, მას უფრო შეუწყობს ხელს, რომ გამოძიების ჩატარების შემდეგ დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. თავისთავად დაკავებებს მე არ ვუყურებ ნეგატიურ მოვლენად. ამ პირების გარეთ ყოფნა და მისი გამოსვლა მედიასაშუალებებში და პირიქით, ბრალმდებლის როლის მორგება, თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო პროვოკაციული სვლა”, – განაცახდა გამზარდიამ.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი, სულ ექვის პირი.
ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები