2013 წელს თბილისის მერიამ რესტორნების მომსახურებისთვის 218 118 ლარი, ხოლო სასტუმროებში 150 268 ლარი დახარჯა

2013 წელს გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს შორის ყველაზე დიდი თანხა 218 118 ლარი ათვისებულია სტუმრებისთვის სარესტორნო თუ სხვა კვებით მომსახურებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
ამავე ორგანიზაციის დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ თბილისის მერიამ 150 268 ლარი სასტუმროების მომსახურებაზე აითვისა, 75 477 ლარი – სხვადასხვა სახის საჩუქრების შესყიდვაზე, 62 681 ლარი – სხვადასხვა სახის (მათ შორის ყავა, მინერალური სასმელი, ნატურალური წვენები და სხვ.) უალკოჰოლო სასმელების შესყიდვაზე, ხოლო 36 463 ლარი – ტრანსპორტით მომსახურებაზე.
„2014 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 272 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 6 190 072 ლარს. აღნიშნული ავტომობილების უდიდესი უმრავლესობა (173) ქალაქ თბილისის მერიამ 2011 წელს 3 646 533 ლარად შეისყიდა. 2013 წელს შესყიდული იქნა 67 ავტომანქანა, საერთო ღირებულებით: 1 517 816 ლარი, ხოლო 2014 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში – მხოლოდ ორი ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 37 697 ლარს“, – ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები