სკანდალური ოქმი – სად იმყოფება გირგვლიანის მკვლელობისთვის ძებნილი ალანია და რას ითხოვდა ის პროკურატურისგან?!

გირგვლიანის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, შსს-ს მაღალჩინოსანი, გერონტი ალანია ესტონეთში იმყოფება და, ინფორმაციის მოწოდების სანაცვლოდ, ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „კვირის პალიტრა“ საგამოძიებო ოქმზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტში ვკითხულობთ:
“მობილურ ტელეფონზე დამიკავშირდა ძებნილი გერონტი ალანია. განმიცხადა, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენების მიცემას გირგვლიანის გატაცებისა და გარდაცვალების ფაქტზე, მაგრამ, როცა შეიტყო, რომ წაყენებული აქვს ბრალდება პოლიციელების ცემის ფაქტზე, ჩამოსვლისგან თავი შეიკავა. თუმცა, საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, მაინც ჩამოვიდეს და გამოძიებას მისცეს ჩვენება, თუ მიიღებს გარკვეულ გარანტიებს, რაზეც განვუცხადე, რომ გარანტიების მიცემა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება იმ ჩვენების შინაარსი, რომლის მოცემასაც აპირებს. შესაბამისად, შევთავაზე, ჩამოეყალიბებინა წერილობით ან გადაეღო ვიდეოფირზე და გამოეგზავნა, რის შემდგომაც გაირკვეოდა მოწოდებული ინფორმაციის ღირებულება. იმავდროულად, ალანიას განემარტა, რომ ვინაიდან გამოცხადებულია ძებნა, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში საჭირო გახდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლა… ალანიამ მითხრა, რომ დაელაპარაკება მის ადვოკატ დავით ხაჟალიას, რომლის საშუალებითაც გამოძიებას წერილობით მოაწვდის ინფორმაციას სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების შესახებ”.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საგამოძიებო ოქმს, ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი კახაბერ ჭუმბაძე აწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები