რიმა ბერაძემ 65 წლის ნიკოლოზ კუჭიაშვილს ინვალიდის ეტლი გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ მისი რაიონის მკვიდრი კუჭიაშვილების ოჯახი მოინახულა და ოჯახის უფროსს, 65 წლის ნიკოლოზ კუჭიაშვილს ინვალიდის ეტლი გადასცა.
კუჭიაშვილების ოჯახი დონდუას პირველი შესახვევის N1-ში ცხოვრობს და ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია.
მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ნიკოლოზ კუჭიაშვილისთვის, რომელიც უკვე დიდი ხანია დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, ინვალიდის ეტლის შეძენის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა.
მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეულ დახმარებას კუჭიაშვილების ოჯახში სიხარულით შეხვდნენ და რიმა ბერაძეს მადლობა გადაუხადეს.
„დღეს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე გვესტუმრა და ინვალიდის ეტლი მოუტანა ჩემს მეუღლეს. მოგახსენებთ, რომ ნიკოლოზს უმძიმესი დაავადებები აქვს. კერძოდ, გულზე შუნტირება ოთხჯერ გაიკეთა, 2012 წელს ინსულტიც გადაიტანა. ასევე აქვს შაქრიანი დიაბეტი და პარკინსონის დაავადება. ყოველივე ამის გამო, ჩემი მეუღლე ქვედა კიდურებს ვერ ამოძრავებს და ვერ გადაადგილდება. დღეს ქალბატონმა რიმამ ძალიან გაახარა ნიკოლოზი, რადგან იგი უკვე დიდი ხანია ინვალიდის ეტლზე ოცნებობს. ამით მას გადაადგილების საშუალება მიეცემა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქალბატონ რიმას“, – განაცხადა დარეჯან კუჭიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები