მოსკოვის ნიკულინსკის სასამართლომ 62 წლის ქართველი კანონიერი ქურდის რობინზონ არაბულის საქმე განიხილა. დაკავებულს ბრალად ჰეროინის უკანონო შენახვა ედებოდა. მოსამართლე ანდრეი ბობკოვმა რობინზონ არაბულს 40 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაუწესა. აღსანიშნავია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას „კანონიერი ქურდი“ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლო პროცესზე დამოუკიდებლად მივიდა, – წერს რუსული მედია.
ამ საქმესთან დაკავშირებით რუსულ მედიაში კითხვა გაჩნდა: „კანონიერი ქურდების“ საქმეებზე რბილი განაჩენები – მოსამართლეების კორუმპირებულობისა თუ პოლიციელების არასათანადო მუშაობის შედეგია?“