ზალმაი ხალილზადე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა
ავღანეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ხოლო ამჟამად კომპანია Grpyhon Partners-ის პრეზიდენტი ზალმაი ხალილზადე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა. თბილისში დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ადგილობრივი ბიზნესგარემოს შესწავლა და საქართველოსთან სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ავღანელ სტუმრებს გააცნო ფონდის სტრუქტურა და პრიორიტეტული მიმართულებები: ენერგეტიკა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. „გვაინტერესებს ადგილზე შევისწავლოთ ბაზარი და მისი შესაძლებლობები,“ – აღნიშნა ზალმაი ხალილზადემ და დასძინა, რომ მათი ინტერესის სფეროებია: ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და სამთო-გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და სადაზღვევო სექტორები, სამომხმარებლო პროდუქციის იმპორტი და დისტრიბუცია.“ ავღანელი ბიზნესმენები წარმოადგენენ სხვადასხვა კომპანიებს, როგორიცაა: Grpyhon Partners, Afghan Wireless Communications Company, Habib Gulzar International, SMN Investments, TSI Global და fghanistan Chamber of Commerce and Industry.