იანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, მომდევნო კვირის მონაცემებით დადგინდება, რამდენად შემცირებულია, ან გაზრდილია სავაჭრო დეფიციტი.
როგორც ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომდევნო კვირაში იანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები გახდება ცნობილი.
“მომდევნო კვირაში გვექნება იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი. ასევე, გვექნება იანვრის თვის ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ჩვენ შეგვეძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად გაზრდილი ან შემცირებულია სავაჭრო დეფიციტი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები