საქართველოს კანონმდებლები შესაძლოა, მალე ქალებიც გახდნენ

  საქართველოში კანონმდებლები შესაძლოა, მალე ქალებიც გახდნენ. აღნიშნული ინიციატივის ავტორები პროფკავშირებთან არსებული ქალთა გაერთიანების კომიტეტის წევრები არიან. შრომით კოდექსში ისინი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას აპირებენ. მათი აზრით, საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალთა რაოდენობა კერძო სექტორში დასაქმებულ რაოდენობას უნდა გაუტოლდეს. აუცილებლად უნდა დაიხვეწოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელშიც ამ კუთხით დღეს პრობლემებია.
„2004 წლის შემდეგ ქალებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს არც ერთი კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია. ქალთა უფლებები დღეს საქართველოში სამარცხვინოა. ჩვენ ინიციატივით მივმართავთ საქართველოს მთავრობას იმ მოთხოვნით, რომ დეკლარირებული ქალთა წელი რეალურად აისახოს საკანონმდებლო სივრცეში”, -აცხადებენ პროფკავშირში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები