„სამართლიანობის აღდგენა დანაშაულებში მხილებულები პირების თანამდებობიდან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს“

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირი“ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება,- ამის შესახებ „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრეს.
როგორც ემზარ ქვარიანმა განმარტა, აქციის მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნა შეასრულოს და სამართლიანობა აღდგეს.
„ეს მარაზმი უნდა დამთავრდეს. არ შეიძლება, როდესაც ირინა ენუქიძეს შვილის საფლავის ქვას უწამლავენ და კლავენ, იური ვაზაგაშვილს კი მისი შვილის საფლავზე გვიფეთქებენ. არ ვიცით, ხვალ ვინ იქნება. სამართლიანობის აღდგენის პროცესი სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს იმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ დანაშაულებში მხილებულები არიან, მაგრამ თანამდებობებზე რჩებიან, უფლებამოსილება შეუჩერდეთ“,- განაცხადა ემზარ ქვარიანმა.
შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს მეტრო „რუსთაველთან“ 3 საათზე „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები