კახეთში მეტყევე ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამს იღებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს სიღნაღი-დედოფლისწყაროს სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები