თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა დიდუბისა და გლდანის რაიონების აბონენტებს შეეხებათ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
დიდუბის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00-14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში კი – ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10:30-17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები