უკრაინაში სამხედრო სატვირთომ ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტანა (ფოტოკოლაჟი)

უკრაინაში, სუმის ოლქში „ურალის“ მარკის სამხედრო სატვირთო ავტომობილმა ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტანა. შემთხვევა დღეს, სოფელ ჩებერიაკას და გლინსკის შორის მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

შეჯახების შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 ბავშვია. სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 და 19 წლის ასაკის ორი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. გარდა ამისა, სამ ბავშვს მიღებული აქვს მძიმე ტრავმები, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

წყარო: interfax.ru

10959068_599998823477137_8457783038347904877_n

10388131_599998816810471_5389445527811197015_n

10551110_599998863477133_5414760498462708740_n

10956031_599998920143794_6050128068543129117_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები