კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორი ემზარ კვიციანი სააკაშვილს უჩივის



კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორი ემზარ კვიციანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მან ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გაავრცელა.

„არაღირსეული თავისუფლებაც არ მინდოდა. მე ბრალი არ მიღიარებია. ჩვენ ახლა შევიტანთ სარჩელს იმ ადამიანებზე, ვინც ხეობა ჩააბარა, ვინც კონსტიტუცია დაარღვია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. თუ მე ვიყავი ამბოხებული, სააკაშვილს საგანგებო სიტუაცია უნდა გამოეცხადებინა. საქმის მიხედვით ამბოხებულები მხოლოდ მე და ჩემი და ვიყავით. ანუ გადატრიალება მხოლოდ ორ კაცს უნდა მოგვეწყო. მაინტერსებს, ვის ინტერესებში შედის აფხაზებისა და ქართველების გადაკიდება“, – განაცხადა კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები