ნორლანდი: საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” აშშ-ის საელჩოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

არასამთავრობო ორგანიზაციები – საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. კონკრეტულად კი იმ ნაწილს, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმიანობის შესწავლას ეხება.
“მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც გახლავთ აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს კი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროცესისათვის. ამ შემთხვევაში მედია და არასამთავრობო სექტორი კრიტიკულ როლს თამაშობენ ამავე პროცესში. ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები – საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა. ელჩმა აღნიშნა, რომ მასალებს, რომელიც ამ ინტერვიუს უკავშირდება, დღეს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები