დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფომაციით, შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საკითხებზე.
საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს წევრებმა სახელმწიფო მინისტრისგან მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე.
შეხვედრისას საუბარი, ასევე, შეეხო 2015 წლის აპრილში ბრიუსელში დაგეგმილი ბიზნესკონფერენციისათვის მზადების საკითხებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელიც ორგანიზებულია საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს მიერ. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რათა საქართველოში წარმოდგენილ მსხვილ ბიზნესკომპანიებს ვესაუბროთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების იმპლემენტაციის თვალსაზრისით აქვს. ეს კომპანიები არიან, როგორც, ერთი მხრივ, ბენეფიციარები, ასევე, ჩვენი პარტნიორები იმ სარგებლის საქართველოს თითოეულ მოსახლემდე და იმ კომპანიებამდე მიტანაში, რაც მოაქვს ამ პროცესს, რაც გულისხმობს თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სრულყოფილად ათვისებას ქართული კომპანიების მიერ”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები