ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომას ეკა ბესელია დაესწრო

 

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაესწრო.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტზე განსახილველად ადმინისტრაციული დაკავების პროცედურების საკითხია გატანილი. საპარლამენტო ასამბლეა იმსჯელებს ასევე მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპის ქვეყნებში და იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლის და მათი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე გამოძიების ჩატარებაზე უარის თქმის გამო.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის განხილვისას წარმოდგენილ ჩამონათვალში საქართველო არ ფიგურირებს.
“ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ კონტექსტში კრიტიკული შენიშვნები არ არსებობს, რაც უდავოდ პოზიტიური ფაქტია”, – აცხადებს ეკა ბესელია.
დღესვე საპარლამენტო ასამბლეა მოისმენს ანგარიშებს თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვაზე ევროპის ქვეყნებში, ასევე გაკეთდება ანგარიში ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბევრ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებაც, რომელიც შეეხო ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ბავშვებს. საპარლამენტო ასამბლეა მუშაობას 30 იანვარს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები