ორგანიზაცია „სამართალდამცველთა დაცვის ლიგა“ სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს

ორგანიზაცია „სამართალადმცველთა დაცვის ლიგა“ სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს. წერილის თანახმად, რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელებულ სკანდალურ სიაში მოხვედრილი ადამიანები – ძირითადა,დ მოქმედი პოლიციელები გენინსპეციაში დაკითხვებზე დაჰყავთ და თარიღოს გარეშე პატაკებს აწერინებენ. ამავე წერილში, ყოფილი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დაკითხვები ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს.
„ ბატონო უჩა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მასმედით გავრცელდა ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველთა სრული სია, (იხ.http://www.for.ge/view.php?for_id=38560&cat=3 ) მათი იმჟამინდელი თანამდებობებისა და პიროვნებების იდენტიფიცირების მითითებით, რაც ჩვენს სამართლიან შეშფოთებას იწვევს. დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამ პირების მიმართ მიმდინარეობს რეპრესიები, რომელიც გამოიხატება შემდეგში: ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პოლიციელებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იძულებით აწერინებენ პატაკებს ორგანოდან დათხოვნის თაობაზე და კატეგორიულად უკრძალავენ თარიღის მითითებას. პროცესს პროკურატურის წარმომადგენელი ესწრება, შემდეგ კი შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს პოლიციელები მთავარ პროკურატურაში გადაჰყავთ. პოლიციელთა დაკითხვა ადვოკატების გარეშე მიმდინარეობს, აუცილებელ პირობად უყენებენ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას, რის შემდგომაც ისინი შეინარჩუნებენ თანამდებობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პატაკები დაკმაყოფილდება.
იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც უკვე გათავისუფლებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სასურველი ჩვენების სანაცვლოდ სთავაზობენ დასაქმებას მაღალანაზღაურებად სამსახურებში.
შეშფოთებას იწვევს, რომ ე.წ „დაკითხვებს“ არ ასწრებენ ადვოკატებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის: 1) საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებთან; 2) ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან; 3) პროკურატურის იმ განცხადებასთან, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდებოდა.
ბატონო უჩა, გთხოვთ მოახდინოთ სასწრაფო რეაგირება და საჯარო გამოსვლით დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, იმ პოლიციელთა სიცოცხლეს, რომელთა ვინაობაც გასაჯაროებულია, რეალური საფრთხე ემუქრება“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები