საკრებულოს აპარატის მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს


დედაქლაქის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

კონკურსი საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად ხორციელდება.

კონკურსი ღიად და ობიექტურად მიმდინარეობს და მისი მიზანია, კანდიდატთა კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება და დასაკავებელი ან დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.

დედაქალაქის საკრებულოს აპარატში კონკურსს საკონკურსო–საატესტაციო კომისია ატარებს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობს.

კომისიის შემადგენლობაში დეპუტატებისა და წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის განყოფილებების უფროსების გარდა, საქართველოს პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

კომისია კანდიდატების შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილი მოთხოვნილებების მიხედვით შეაფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები