ოზურგეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად, ქალაქ ოზურგეთში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, 30 -კილომეტრიან მონაკვეთზე ამორტიზებული მილები გამოიცვლება.
განხორციელდება სატუმბი სადგურიდან გამომავალი მილსადენისა და ქალაქის ცენტრალური უბნების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია.
ამჟამად არსებული ამორტიზებული წყალსადენი ქალაქის წყალმომარაგების ქსელს ხშირად აზიანებს, რის გამოც იზრდება წყლის დანაკარგი, წნევა არასტაბილური ხდება და სასმელი წყლის მიწოდება ფერხდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის 10.300 მცხოვრები მაღალი ხარისხის წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდი” და “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მკვიდრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები