“ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად მოსწონს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში“

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ ის ქვეყანაში ვერც ერთი მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.
“ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად მოსწონს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში ლარის კურსის ვარდნის ჩათვლით და, შესაბამისად, მე გამიჩნდა განცდა, რომ იგი არაფრის შეცვლას არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს ჭარბი ავტორიტეტი და ამითი აიხსნება ის გავლენა, რომელსაც იგი ახდენს მთავრობის მუშაობაზე. ეს არის იმის აღიარება, რომ მისი კარნახით მოქმედებს პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, მთავრობაც. ის საკადრო წმენდა, რომლის მოწმეც ჩვენ ვიყავით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც თითქოს საკუთარი ნებით დატოვეს მაღალი თანამდებობები, მიმაჩნია, რომ არის ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები