„მერიის თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს და სამსახურში უნდა აღადგინონ“

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერიიდან გათავისუფლებული თანამშროლების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
როგორც აბესაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მერიის თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლეს და სამსახურში უნდა აღადგინონ, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიიდან გათავისუფლებული 3 ადამიანი აღდგენილია სამსახურში, რითაც მათი გათავისუფლების უკანონობა დადასტურდა. მიუხედავად ამისა, თბილისის მერია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერმა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენასა და პროფესიონალური მოვალეობის შესრულებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
საქმე ეხება სამ ყოფილ თანამშრომელს: მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ხაბეიშვილს, ამავე სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის წამყვან სპეციალისტს ნინო ქაცარავასა და ამავე სამსახურის ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელს გირშელ ბართაიას. აღნიშნული პირები სასამართლომ თანამდებობებზე 27 იანვარს აღადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები