საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს დაჩქარებული წესით მისცემენ

საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს დაჩქარებული წესით მისცემენ. როგორც ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, საკითხი მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ შეუტანიათ, თუმცა მან არაფორმალურად მიაწოდა მინისტრებს ინფორმაცია.

“ამ წუთში საქართველოში არის 500-მდე ლტოლვილობის სტატუსისა და თავშესაფრის მაძიებელი პირი უკრაინიდან. ჩვენ ვაპირებთ, რომ გამარტივებულად, ძალიან დაჩქარებულად მივცეთ მათ საქართველოში თავშესაფარი. ამის შესახებ საქართველოს მთავრობას ინფორმაცია მივაწოდე. საქართველო არის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც, სამედიცინო თუ სხვა კუთხით, ყველაზე დიდ დახმარებას უწევს უკრაინას”,- განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები