ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობპროდუქტების ბაზარზე შუამავალი კომპანიების მიერ კონკურენციის კანონის დარღვევაზე საუბრობს

ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქტების ფასი, მაგრამ, სამწუხაროდ, გაუგებარი რჩება, რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა ამ ფასთა სხვაობის ეფექტით, – ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველად შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, 2014 წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცი ადაიწყო, და დღეის მდგომარეობით სახეზეა დაახლოებით 60%-მდე კლება. კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებული მოვლენები ქართულ ბაზარზე ადეკვატურად   მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა ასახულიყო .
„სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და გააჩინა კითხვები. ჩვენი აზრით, თავისუფალ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ ადეკვატური საფასო პოლიტიკის განხორციელება. თუმცა, ამის საპირისპიროდ, სახეზეა კომპანიების მიერ ფასების უმნიშვნელო შემცირება. გარდა ამისა, არაერთგზის დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იგივე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა. ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა, კერძოდ, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანსაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტო საკითხის სიღრმისეულ კვლევას განაგრძობს, ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონიძიებებს და კანონის ფარგლებში დაიცავს მომხმარებლის ინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები