დავით სერგეენკო გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის კურსს უკავშირებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს განცხადებით, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა ლარის კურსის დაცემას უკავშირდება. ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა.
“რიგი დასახელების მედიკამენტების ფასები მართლაც გაზრდილი არის, პროცენტები სხვადასხვაა. ძირითადად, ეს დამოკიდებულია, მე ვფიქრობ, ლარის კურსის ცვლილებებთან. რაც შეეხება პირველადი მოხმარების ესენციურ მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდას, ანუ ფასების დაკლებას, ამ პროგრამაზე ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან ამოქმედდება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები