ივანიშვილი მარგველაშვილს მორიგ შენიშვნას აძლევს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მას მარგველაშვილთან “ახალი შენიშვნა” აქვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე საუბრისას განმარტა.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხში პრინციპულად არ ვერევი. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა დაასახელოს. ზედმეტად წევს თამასას პრეზიდენტი ისევ. შემიძლია ახალი შენიშვნა მივცე, რომ მიეჩვია და თუნდაც “ფეისბუქზე” დააფუძნა ტერმინი “ქვეყნის პირველი პირი”. საზოგადოებაც, მთელი მედია ამას იმეორებს. ეს შინაარსში უნდა გადაიტანოს. ფორმალურად მართლა ასე იწოდება – სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ კონსტიტუციით, მას რეალურად აღარ აქვს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მქონე პრეზიდენტის უფლებები, თუმცა ცდილობს შინაარსში გადაიყვანოს ეს და ძალიან მაღლა წევს თემებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები