“ღარიბაშვილმა ჯანყარაშვილი ჩემთან შეთანხმებით დაიხმარა”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ნათესავები იყო, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია “იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ამ მხრივ, მას ჰქონდა გამოწვევები და კარგად იცით, როცა ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო. ჩემთან შეთანხმებით ჯანყარაშვილი დაიხმარა და მას პოსტიც ეკავა. ეს მისაღებიც იყო. პირველ წელს, ამაზე საზოგადოებას დიდი რეაქცია არ გაუკეთებია. ვფიქრობ, დროზე ვერ გაკეთდა რეაქცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი საშინელება არ მომხდარა. თვითონ ღარიბაშვილმა გააცნობიერა, ნახა, რომ ასე არ შეიძლება და არ ვარგა, მოუსმინა საზოგადოებას და მან გააკეთა დასკვნები”, – განაცხადა ექსპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები