“უკრაინაში ისეთი ადამიანები დანიშნეს, რომლებმაც საქართველოში თავი მოგვჭრეს”

უკრაინაში თანამდებობებზე ისეთი ადამიანები დანიშნეს, რომლებმაც საქართველოში თავი მოგვჭრეს, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და თუ მოძმე ქვეყანას დახმარებას გავუწევთ, ამაში ცუდი არაფერია, თუმცა ივანიშვილის განმარტებით, იგი წუხს, რადგან “უკრაინაში ისეთი ხალხი დანიშნეს, რომლებმაც საქართველოში თავი მოგვჭრეს”, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის და მმართველობაში დაბრუნების არანაირი რესურსი არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები