ბიძინა ივანიშვილი: ლარი მოგონილი თემაა, არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსის დაცემას გამოეხმაურა.
ექსპრემიერის განცხადებით, ეს „ნაცმოძრაობის“ სპეკულირების მუდმივი თემაა.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, ლარზე საუბარი ოპოზიციური პარტიის მუდმივი თემაა და მათი ოცნებაა, რომ ეკონომიკა დაანგრიონ.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ მთავარი სამიზნე ეკონომიკაა.
„ლარი მოგონილი თემაა, არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს, რომ ეს ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. ეკონომიკა და ბიზნესი ეს რთული მექანიზმია, მას ცოდნა უნდა და მარტივი არაა, სად დააბანდო შენი კაპიტალი: დოლარში, ლარში თუ ევროში გადაიტანო. ეს არის პროცესი, ეს არის ბიზნესპროცესი. ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად, არაფერი ცუდი არ ხდება არავითარი კატასტროფული. თუ ეს ფასებზე ასახვას დაიწყებს, მთავრობას აქვს ამის ბერკეტები. ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ჩაერიოს, თუმცა ჩარევასაც არ საჭიროებს. ეს თემა მუდმივი თემაა „ნაცმოძრაობის“, რომ როგორმე ეკონომიკა დაანგრიონ. ეს არის მათი ოცნება და სურთ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ყველაფერი ინგრევა და ცუდადაა. მათი ძირითადი სამიზნეა ეკონომიკა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები