ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2-ის პროპაგანდის შეცვლას” საკუთარი გადაცემით აპირებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ “ნაციონალური მოძრაობის” სიცრუის მანქანას” ემსახურება.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ემსახურება და საზოგადოებაში ამჟამინდელი მთავრობის მიმართ  უარყოფით პროპაგანდას ეწევა.
მისივე თქმით, იგი ახლო მომავალში ტელეკომპანია „GDS“ -ზე ანალიტიკური გადაცემის მომზადებას აპირებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებას სწორ აქცენტებს მიაწვდის.
„ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. დღეს მედია თავისუფალია, არათუ თავისუფალია, ყველაზე ძლიერი მედიასაშუალება, დღეს ოპოზიციის ხელშია, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სიცრუის მანქანად აგებდნენ. კარგად იციან, როგორ უნდა გააკეთონ აგიტაცია და პირდაპირი მნიშვნელობით, ეს ტელევიზია “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ემსახურება. “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაცია კი, ყველას კარგად მოეხსენება, რომ არის სიცრუე. სიცრუა, რომ მთავრობა არის უუნარო და ცუდი, რომ ქვეყანაში დიქტატურა და ცუდი მთავრობაა, ეს ფორმები კარგად გამოხატეს და კარგად ასწავლეს საზოგადოებას, თუ როგორი შეიძლება იყოს ცუდი მთავრობა. ყველაფერს ავრცელებენ, დღევანდელ მთავრობაზე. ამ ფონზე, სიტუაცია არის ძალიან მძიმე.
მე იმედს ვიტოვებ, რომ პროექტს, რომლის განხორციელებასაც GDS -ზე ვაპირებ, ეთერში 5 დღე იქნება და შაბათს შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა გავა ეთერში. აუცილებლად, თავად ვიქნები ჩართული ამ გადაცემაში. იმედი მაქვს, რომ შეიცვლება თამაშის წესი. ის, რომ დღეს „რუსთავი2 “ საზოგადოებას დღის თემებს და წესებს კარნახობს, ამ პატარა პროექტით შევცვალო. მე შევეცდები, რომ მედიასივრცე არ დავაზარალო და ეს აქცენტები გადაადგილდეს. ამ პროექტით, ვეცდები საზოგადოებას მიეწოდოს და აქცენტები გაკეთდეს, არა იმაზე, რასაც სიცრუის მანქანა მოისურვებს, არამედ ის, რაც რეალურად სჭირდება საზოგადოებას მისი განვითარებისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები