ბიძინა ივანიშვილი: ალასანია ვერც ერთ შემთხვევას ვერ გაიხსენებს, რომ მე მას რამე ვაიძულე, ან დავურეკე

„ნაციონალური მოძრაობის” გამონათქვამებზე მე დიდი ხანია აღარ ვაკეთებ რეაქციას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მარგველაშვილ – ალასანიას იმ განცხადებებს ეხებოდა, რომელიც ივანიშვილის მიერ ქვეყნის კულუარებიდან მართვას ეხებოდა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განმარტა, მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისა, რომ ვინმე მართოს.
„ნაციონალური მოძრაობის” გამონათქვამებზე მე დიდი ხანია აღარ ვაკეთებ რეაქციას. მე არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია იმისა, რომ ვინმე ვმართო, ვინმე ვაიძულო ჩემი რჩევები გაითვალისწინოს, ან ვისმეს თავს მოვახვიო ჩემი რჩევები, ისინიც კარგად მიცნობენ, თვითონაც ხელისუფლებაში არიან, იყვნენ ყოველი შემთხვევისთვის, მარგველაშვილი რჩება ხელისუფლებაში. ალასანია იყო. ვერც ერთ შემთხვევას ის ვერ გაიხსენებს, რომ მე მას რამე ვაიძულე, ან დავურეკე და დაჟინებით რამეს ვურჩევდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები