შსს “ნაციონალების” მიერ გავრცელებულ ვიდეოზე – პოლიციელზე ზეწოლა არ მომხდარა (ვიდეო)

მედიაში გავრცელებულ ვიდეოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
როგორც ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნული კადრები გადაღებულია 2013 წლის ივნისში, ქალაქ ბორჯომში და პირი, რომელიც კადრებში ჩანს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული წესით დააკავა და დააჯარიმა. მისივე განმარტებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მაჭავარიანის განცხადებითვე, გიორგი ლომსაძემ საპატრულო პოლიცია პირადი განცხადებით დატოვა, ხოლო მისი მეწყვილე დავით გვიმრაძე დაწინაურდა და დღემდე აგრძელებს მუშაობას საპატრულო პოლიციაში.
„კადრებში ასახული შემთხვევა მოხდა წელიწად – ნახევრის წინ 2013 წლის ივნისში ქალაქ ბორჯომში. აღნიშნული პიროვნება იმ დღეს იქნა დაკავებული და დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით. რაც შეეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი დავით გვიმრაძე შემდგომშ იყო დაწინაურებული და დღესაც წარმატებით მუშაობს საპატრულო პოლიციაში. რაც შეეხება ეკიპაჟის მეორე წევრს გიორგი ლომსაძეს მან კიდევ წელიწად – ნახევარი იმუშავა საპატრულო პოლიციაში და დაახლოებით ერთი თვის წინ საკუთარი ნებით დატოვა პოლიცია ასე, რომ მისი განცხადება,რომ მასზე მოხდა ზეწოლა და ამ შემთხვევის გამო ის იქნა გათავისუფლებული საპატრულო პოლიციიდან არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები