მარგველაშვილი კუბლაშვილის შემცვლელის კანდიდატურების მიწოდებას 9 თებერვლამდე ითხოვს

მე ვთხოვ, კომპეტენტურ პირებს 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები უშუალოდ კანდიდატურებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურებს შემდგომ ადმინისტრაციაში შესული შესაბამისი კომისია გაცხრილავს.
“ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავდივართ და შემდეგ ნაბიჯს ვაცხადებთ. ამჯერად უკვე საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს, იმ ხალხს ვინც არის კომპეტენტური ამ სფეროს მიმართულებით, ვთხოვთ, რომ 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები უშუალოდ კანდიდატურებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, შემდგომ ამ კანდიდატურების სიას გაცხრილავს ადმინისტრაციაში შექმნილი კომპეტენტური კომისია და საკუთარ შეხედულებას ჩამოაყალიბებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები