შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
ასევე როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ასახულია პატრულისა და მოქალაქის, ასევე პატრულისა და შსს-ს თანამშრომლის კადრები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. გენერალური ინსპექცია შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი პატრულის მხრიდან კანონდარღვევას, განხორციელდა თუ არა მოქალაქის მხრიდან სატელეფონო ზარები შს სამინისტროს თანამდებობის პირებთან. ინსპექცია ასევე შეისწავლის იმ ფაქტს, თუ საიდან მოხვდა აღნიშნული ვიდეოკადრები გარეშე პირებთან. შესწავლის შედეგად გამოვლენილი კანონდარღვევების მიმართ იქნება კანონის შესაბამისი რეაგირება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შს სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ მსგავს ფაქტს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც მოქალაქის, ასევე თითოეული პოლიციელის კანონიერი უფლებები და პატივი იყოს დაცული“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ორ დღეში უკვე სამი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც მოქალაქეების მხრიდან პატრულის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებია ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები