იორდანია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ტყვეების გადაცვლაზე თანახმაა

იორდანია სიკვდილმისჯილი ექსტრემისტი ქალის სადჯიდა არ-რიშავის იაპონელ ჟურნალისტ კენძი გოტოზე და იორდანელი მფრინავის მოაზა ალ-კასასბიზე გადაცვლაზე თანახმაა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. შეგახსენებთ, რომ იაპონელი ჟურნალისტი და იორდანელი მფრინავი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დაატყვევეს.
მანამდე იაპონიის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტოკიომ იორდანია ტყვეების გადაცვლაზე დაითანხმა.
ცნობისთვის, 30 იანვარს ტოკიოს დროით 23 საათზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ აღნიშნული პირების გადაცვლისთვის დაწესებული ვადა იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები