ემზარ კვიციანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლემ დაამტკიცა ბრალდების მხარესა და კვიციანს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომელიც 11–თვიან პატიმრობას ითვალისწინებდა. საპატიმრო სასჯელს ვადა სწორედ დღეს გაუვიდა.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, კვიციანს ბრალი არ უღიარებია, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შეთანხმება კი მხოლოდ სასჯელზეა მიღწეული.
შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის 28 თებერვალს დააკავეს. სასამართლომ მას 12-წლიანი პატიმრობა გასულ წელსვე მიუსაჯა. ყოფილ რწმუნებულს რამდენიმე ბრალდება ჰქონდა წაყენებული, მათგან 7 პროკურატურამ მოუხსნა, თუმცა სამი დაუტოვა, მათ შორის – უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ამბოხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები