მამუკა არეშიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

 კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, მამუკა არეშიძე იმ განცხადებასთან დაკავშირებით იკითხება, რომელიც მან დღეს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. მანვე მკვლელობის საქმეში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მონაწილეობაზეც ისაუბრა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ მკვლელობის შემკვეთები. ეს ის სიტუაციაა, როცა ზუსტად შემკვეთებისგან, მათი ზედმეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისგან გაიხსნება ეს საქმე, რომელშიც ძალოვანების მონაწილეობის კვალი იკვეთება, – ყოფილის თუ ახლანდელის, ამას მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები