“ნაციონალების” გამგებელი რუსეთის დროშით და ლენინის ბიუსტით (ვიდეო)

27 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ სთხოვს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დახმარებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის რამდენიმე მკვიდრი. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერებით – „володя пoмoги!“ „მიწა გლეხებს და არა თურქებს“ , რუსეთის დროშა და ლენინის ბიუსტი.
ვიდეოში ჩანს ჯუმბერ ჯიხაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოფლის გამგებელი იყო. ჯუმებერ ჯიხაძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ ვიდეოზე თვითონაც არის ასახული, თუმცა იგი ამბობს, რომ ეს აქცია არ ყოფილა.
„აქცია არ ყოფილა, უბრალოდ, ხუმრობდნენ საახალწლოდ“, – ამბობს ჯიხაძე.
კითხვაზე, საიდან გაჩნდა ამ „ხუმრობის“ დროს რუსეთის დროშა და ლენინის ბიუსტი, ჯუმბერ ჯიხაძე ამბობს, რომ არ იცის.
„მე შემთხვევით გავიარე, ვერ გეტყვით, ვის ჰქონდა, რა ჰქონდა, არ ვიცი“, – აცხადებს კირნათის ყოფილი გამგებელი.
კითხვაზე, მას, როგორც ყოფილი ხელისუფლების წევრს, რომელიც პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა, უქმნის თუ არა უხერხულობას მსგავს „ხუმრობაში“ მონაწილეობა, ჯუმბერ ჯიხაძემ ასე უპასუხა: „თქვენ რა გნებავთ, მორალს მიკითხავთ? არ მინდა მე თქვენი მორალის კითხვა!“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები